მათემატიკის ოლიმპიადა მასწავლებლებისთვის ფინალური ტურის შესახებ ინფორმაცია

ოლიმპიადის ფინალური ტური:

·       ფინალური ტურის ტესტი შედგება ღიაბოლოიანი 7  ამოცანისგან. თითოეული ამოცანის მაქსიმალური ქულა მითითებული იქნება ტესტში.

·       თარიღი: 2022 წლის 18 ივნისი. 11 საათი.  ხანგძლივობა- 4,5 საათი. მისამართი: კომაროვის სკოლა, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49..

·       19  ივნისამდე თითოეულ მონაწილეს შეეძლება ნახოს თავისი ნაშრომის სკანირებული ვერსია.

·       არაუგვიანეს 21 ივნისისა ფინალური ტურის მონაწილეებს მიეწოდებათ ამოცანების შეფასების კრიტერიუმები.

·       პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 ივნისისა.

·       აპელაცია მიიღება 26 და 27 ივნისს.

·       საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 29 ივნისისა.


გამარჯვებულები:

ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგებით დამტკიცდება რეიტინგული სია. 

თუ რომელიმე ორ მონაწილეს ფინალურ ტურში ექნება ერთი და იგივე ქულა, გათვალისწინებული იქნება ოლიმპიადის პირველ ტურში მიღებული შედეგი. თუ პირველი ტურის ქულაც იგივეა, მონაწილეები გაიყოფენ შესაბამის ადგილებს.

ოქროს მედალი და ოქროს მედალოსნის  დიპლომი გადაეცემა ფინალური ტურის საუკეთესო შედეგის მქონე 3 მონაწილეს.

ვერცხლის მედალი და ვერცხლის მედალოსნის დიპლომი  გადაეცემა ფინალური ტურის მე-4-9  საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს.

ბრინჯაოს მედალი და ბრინჯაოს მედალოსნის დიპლომი გადაეცემა ფინალური ტურის  მე-10-18 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეს.

ოლიმპიადის ყველა ფინალისტს, რომელიც ვერ მოიპოვებს ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, გადაეცემა  ფინალისტის დიპლომი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრიზი- 2400 ლარი და ოლიმპიადის გამარჯვებულის თასი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მეორე  ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრიზი- 1600 ლარი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მესამე  ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა ფულადი პრიზი- 1000 ლარი.

ოლიმპიადის ყველა ვერცხლის მედალოსანს გადაეცემა ფასიანი საჩუქრები.

იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგული სიის დამტკიცების  შემდეგ, მაგალითად, მოხდა შემდეგი: მე-2 და მე-3 შედეგი აღმოჩნდა ერთი და იგივე (როგორც ფინალურ, ასევე პირველ ტურში,  მე-9 და მე-10 შედეგი და ა.შ.) ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების, ასევე, ფულადი პრიზების გაცემის საკითხზე  გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.


კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ სკოლის ფეისბუქგვერდზე (FB: სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School) ან მეილზე: komarovi.mathteachersolimp@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 2392157 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე.

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ